Foto

ბრეგაძე გაქცეულ პატიმრებზე - მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, მოეგონ გონს და დროულად ჩაბარდნენ

ირდაპირი ეთერიდან მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, მოეგონ გონს და დროულად ჩაბარდნენ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ "ავერსის" კლინიკიდან გაქქცეული სამ პატიმარის შესახებ საუბრისას  განაცხადა.

ბრეგაძემ დაადასტურა ფაქტი, რომ სამი პატიმარი სამედიცინო დაწესებულებიდან ნამდვილად გაიქცა და აღნიშნა, რომ მეტ ინფორმაციას ოპერატიული ღონისძიებებიდან გამომდინარე ვერ გაავრცელებს.

"გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან, როდესაც ისინი იქ იყვნენ მიყვანილი. მეტ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, ვერ გაგიზიარებთ. მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. ვისარგებლებ თქვენი ეთერის საშუალებით და მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს და იქნებ ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა.