Foto

ბორელი - ღაზაში ლტოლვილთა ბანაკზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობით შეძრწუნებული ვარ

ღაზაში ლტოლვილთა ბანაკზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა დიდი რაოდენობით შეძრწუნებული ვარ, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, თავდაცვის უფლება ყოველთვის უნდა იყოს დაბალანსებული სამოქალაქო პირების მაქსიმალურად დაცვის ვალდებულებით.

ვალდებულება, რათა მაქსიმალურად დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები.

"ევროკავშირის საბჭოს მკაფიო პოზიციაზე დაყრდნობით, რომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად და უზრუნველყოს ყველა მშვიდობიანი მოქალაქის დაცვა, შეძრწუნებული ვარ ისრაელის მიერ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა დიდი რაოდენობით", - განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის, პალესტინური მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.