ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს თავიდანვე ვიმსახურებდით - ვიცით, რისთვის უნდოდათ ამ გადაწყვეტილების გამოყენება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, 12-პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით არის შესრულებული და ამასთანავე, შესრულებულია დამატებითი მოთხოვნები.
„საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიგვეღო. ჩვენ თავიდანვე ვიმსახურებდით აღნიშნულ სტატუსს, თუმცა არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს. ისიც ვიცით, რატომ, რას აპირებდნენ და რისთვის უნდოდათ ამ ყველაფრის გამოყენება, თუმცა ახლა აღარ დავუბრუნდები წარსულს. მოგვცეს კონკრეტული გეგმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო და ყველაფერი ზედმიზევნითაა გაკეთებული. იყო დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც ასევე, შესრულებულია. გვჯერა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. არანაირი ლოგიკა და არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული სტატუსის მიღება, რისთვისაც ყველაფერი გაკეთდა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press