Foto

ბაიდენი - ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას, რათა ამერიკელები ღაზადან გამოვიყვანოთ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „რაფაჰის“ გამშვები პუნქტის გახსნას გამოეხმაურა.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, შეერთებული შტატები არ შევწყვეტს იმაზე მუშაობას, რომ საკუთარი მოქალაქეები ღაზადან გამოიყვანოს.

„დღეს, ამერიკის ხელმძღვანელობის წყალობით, ჩვენ უზრუნველვყავით უსაფრთხო გასასვლელი დაჭრილი პალესტინელებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რათა დაეტოვებინათ ღაზის სექტორი. ჩვენ ველოდებით, რომ ამერიკის მოქალაქეები დღეს დატოვებენ და ველოდებით კიდევ უფრო მეტი ადამიანის გადასვლას უახლოეს დღეებში. ჩვენ არ შევწყვეტთ იმაზე მუშაობას, რომ ამერიკელები ღაზიდან გამოვიყვანოთ“, - წერს ჯო ბაიდენი X-ზე. 

ცნობისთვის,  ღაზას სექტორი ათეულობით ადამიანმა „რაფაჰის“ გამშვები პუნქტიდან დატოვა.