Foto

სამხრეთ კორეის დაზვერვა - აგვისტოს დასაწყისიდან ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი მიაწოდა

ჩრდილოეთ კორეამ აგვისტოს შემდეგ რუსეთს მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაუგზავნა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც Bloomberg-ი წერს, სამხრეთ კორეის დაზვერვაში ვარაუდობენ, რომ მოსკოვი ფხენიანს აწვდის ტექნოლოგიას თანამგზავრის გასაშვებად.

გარდა ამისა, სეულში აცხადებენ, რომ აგვისტოს შემდეგ, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში იარაღის დაახლოებით 10 პარტია გაიგზავნა.

ცნობისთვის, 14 ოქტომბერს თეთრმა სახლმა ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის სამხედრო მასალისა და საბრძოლო ტექნიკის გაგზავნაში დაადანაშაულა.