ჩრდილოეთ კორეამ აგვისტოს შემდეგ რუსეთს მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაუგზავნა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც Bloomberg-ი წერს, სამხრეთ კორეის დაზვერვაში ვარაუდობენ, რომ მოსკოვი ფხენიანს აწვდის ტექნოლოგიას თანამგზავრის გასაშვებად.
გარდა ამისა, სეულში აცხადებენ, რომ აგვისტოს შემდეგ, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში იარაღის დაახლოებით 10 პარტია გაიგზავნა.
ცნობისთვის, 14 ოქტომბერს თეთრმა სახლმა ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის სამხედრო მასალისა და საბრძოლო ტექნიკის გაგზავნაში დაადანაშაულა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press