ყველა წინააღმდეგი ვართ - არცერთი მღვდელმთავარი არ არის, რომელიც მხარს დაუჭერს პატრიარქის გადადგომას,- ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, ანტონ ბულუხიამ განაცხადა.
როგორც მეუფე ანტონმა სინოდის სხდომის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სინოდი ერთიანია.
"პატრიარქი არის პატრიარქი. ის არის მხცოვანი და პატივს იმსახურებს ყველა ჩვენგანისგან. ყველას მაკურთხეველია და საქართველოს უყვარს... გაძლევთ გარანტიას, რომ სინოდი ერთიანია. ეს საკითხი არ დადგება. თვითონ შეიძლება გამოიტანოს ეს საკითხი, მაგრამ ჩვენ შევეწინააღმდეგებით... მე მგონია, რომ მეუფე შიოს [მუჯირი] საკმარისი უფლებამოსილება აქვს, მეტი რაღა უნდა გაფართოვდეს",- განაცხადა მეუფე ანტონმა.
ცნობისთვის, დღეს, 2 ნოემბერს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება. სინოდის სხდომა წელს მეორედ ტარდება, პირველად წმინდა სინოდი მიმდინარე წლის 14 თებერვალს შეიკრიბა.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press