რუსეთი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის დაფინანსებას 450 მილიონი რუბლით ამცირებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ "რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება", რომლის მიხედვითაც, 2023-2025 წლებში დაფინანსების ლიმიტი 3,6 მილიარდი რუბლი იქნება.
როგორც "ეხო კავკაზა" წერს, მანამდე, რუსული საინვესტიციო პროგრამის პროექტის დაფინანსების ლიმიტი 2023-2025 წლებში 4,05 მილიარდი რუბლი იყო. ეს კი ნიშნავს, რომ დაფინანსება 450 მილიონი რუბლით (4,8 მილიონი აშშ დოლარი) მცირდება.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press