Foto

ბერბოკი - ჩვენ გვინდა, უკრაინა ევროკავშირის წევრად ვიხილოთ - EU უნდა გაფართოვდეს

გვინდა, უკრაინა ევროკავშირის წევრად ვიხილოთ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბერლინში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

ბერბოკის თქმით, ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები დეკემბერში უნდა დაიწყოს.

"ჩვენ გვინდა, უკრაინა ვიხილოთ ევროკავშირის წევრად. ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს. ეს არის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გეოპოლიტიკური შედეგი.

დარწმუნებული ვარ, რომ ევროპულ საბჭოს დეკემბერში ეს გზავნილი ექნება. თუმცა, გაფართოებული ევროკავშირი ძლიერი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ გავაკეთებთ იმას, რისგანაც დიდი ხანი თავს ვიკავებდით... თუ განვიხილავთ და გადავაფასებთ იმას, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი ბლოკი", - განაცხადა ბერბოკმა.