Foto

შვეიცარია უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების პაკეტს 2025 წლის 4 მარტამდე გახანგრძლივებს

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების პაკეტის 2025 წლის 4 მარტამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია შვეიცარიის მთავრობის საიტზე ვრცელდება.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო, შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 2022 წლის 12 მარტს გაააქტიურა დაცვის სტატუსი უკრაინის მოქალაქეებისთვის.

2023 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის შვეიცარიაში დაახლოებით 66 000 უკრაინელს ჰქონდა აქტიური S სტატუსი.

"უკრაინაში სიტუაციის სტაბილიზაცია მოსალოდნელი არ არის. ამიტომ S სტატუსი იმ უკრაინელებისთვის, ვინც თავშესაფარს ეძებენ, 2025 წლის 4 მარტამდე გაგრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, S სტატუსის მქონე პირებს ცხოვრების, მუშაობის, ფინანსური დახმარებისა და სამედიცინო მომსახურების საშუალება ეძლევათ.