Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 2023 წლის 1 ივლისიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში Facebook-ისა და Instagram-ის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 558-მა გვერდმა განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშოშორისო საზოგადოება" (ISFED) ავრცელებს.
როგორც ორგანიზაცია წერს, დაკვირვების პერიოდში რეკლამებს ყველაზე აქტიურად მედიასაშუალებებისა და პოლიტიკური პარტიების/პოლიტიკოსების გვერდები ათავსებდნენ.
1-ლი ივლისიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის Facebook გვერდის რეკლამებისთვის 20,102 აშშ დოლარი დაიხარჯა. მას მოჰყვება "ქართული ოცნების" გვერდი, რომლის რეკლამირებისთვისაც 15,869 აშშ დოლარი დაიხარჯა. მესამე ადგილს იკავებს საქართველოს მთავრობის გვერდი, რომელმაც რეკლამებში 11,242 აშშ დოლარი დახარჯა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press