Foto

ზახაროვა - სომხეთის ხელისუფლება სამოკავშირეო ურთიერთობებს რუსეთთან მიზანმიმართულად ანგრევს

სომხეთის ხელისუფლება მიზანმიმართულად ანგრევს სამოკავშირეო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, ერევანმა უნდა იცოდეს, რომ "ეს არის დემონსტრაციული ფლირტი მათთან, ვინც აგრესიულად ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანას".

„თავად ფაშინიანი სტეფანჩუკს გრანადაში შეხვდა. ერევანმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის დემონსტრაციული ფლირტი მათთან, ვინც აგრესიულად ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანას. სხვა განმარტება არ არსებობს. სამწუხაროა, რომ რესპუბლიკის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მიზანმიმართულად და დაჟინებით ანგრევს ჩვენს სამოკავშირეო ურთიერთობებს, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ თავად უწოდებდნენ სომხეთის სტაბილურობისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.