ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში წამოწყებული ომის გამო რუსეთთან დაკავშირებულ 200-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ახალი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ.
90-ზე მეტი იურიდიული და ფიზიკური პირი სანქციების სიაში მოხვდა, რადგან ისინი რუსეთს სანქციების თავიდან არიდებასა და უკრაინაში ომის წარმოებაში ეხმარებიან.
გარდა ამისა, სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსულ ფინანსური ინსტიტუტებს, რომლებიც რუსეთის ინდუსტრიულ ბაზას ეხმარებიან.
"შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები უკრაინისადმი მუდმივ მხარდაჭერაში ერთიანდებიან. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მან იგრძნოს პასუხისმგებლობა იმ სისასტიკეზე, რაც უკრაინაში ჩაიდინა", - ნათქვამია განცხადებაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press