ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ისრაელისთვის 14.3 მილიარდი დოლარის ღირებულების (11,7 მილიარდი ფუნტი) დახმარების პაკეტის გამოყოფას, თუმცა "დემოკრატები" აცხადებენ, რომ აღნიშნულ კანონპროექტს სენატი მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ BBC წერს.
სენატის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა გააკრიტიკა წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი და მას ხარვეზიანი უწოდა.
BBC-ის ცნობით, "დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლებს სურდათ, მიეღოთ კანონპროექტი, რომელიც უკრაინის ფინანსურ დახმარებასაც მოიცავდა, მაგრამ პალატის "რესპუბლიკელი" წევრები ისრაელისა და უკრაინის ერთიანი დახმარების წინააღმდეგი არიან.
"დემოკრატებმა" ასევე გააპროტესტეს, თუ როგორ არის სტრუქტურირებული "რესპუბლიკელების" წინადადება: „ის მიზნად ისახავს ისრაელის მილიარდებით უზრუნველყოფას შიდა შემოსავლების სამსახურისთვის დაფინანსების შემცირებით, რომელსაც ევალება გადასახადების შეგროვება აშშ-ში“.
პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ თუ კანონპროექტი "მის მაგიდაზე აღმოჩნდება", ვეტოს დაადებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press