Foto

შეიძლება, პრეზიდენტმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რაც მისთვის ძალიან მძიმე იქნება - კალაძე სააკაშვილის შეწყალებაზე

არ ვიცი, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რას ფიქრობს, ერთი რამ მინდა ვთქვა, შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რაც მისთვის პირადად ძალიან მძიმე იქნება ყველანაირი თვალსაზრისით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, "არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს და საგანგაშო არაფერია".

„არ ვიცი, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რას ფიქრობს. ერთი რამ მინდა ვთქვა: შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რაც მისთვის პირადად ძალიან მძიმე იქნება ყველანაირი თვალსაზრისით, თუმცა არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ თქმულა პროკურატურის მხრიდან. ასე რომ, საგანგაშო არაფერია. კარგი იქნება, პრეზიდენტს დაუსვათ შეკითხვა და მისგან მოვისმინოთ. ისეთ რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, რაც ჩვეულებრივ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგშია“, - განაცხადა კალაძემ.