Foto

ღარიბაშვილი - ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები 2024 წელს სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ

2024 წელს, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სიახლით, დაახლოებით, 400 000 ადამიანი ისარგებლებს.

"გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. მომდევნო წელს, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, რომლებიც დამოკიდებული არიან მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში, მედიკამენტები უფასოდ ექნებათ. ეს არის, დაახლოებით, 400 000 ადამიანი და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია... ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები უფასოდ მიიღებენ მედიკამენტებს 2024 წელს. ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ“,- თქვა ღარიბაშვილმა.