საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლებისთვის პენსია იზრდება.
როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პენსია 560-დან 1 000 ლარამდე გაიზრდება.
„მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი პატივცემული ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისთვის. მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, სპეცსამსახურები, მიიღებენ გაზრდილ პენსიას. იცით, რომ პენსიის მაქსიმალური ზღვარი იყო 560 ლარი და გაიზრდება 1 000 ლარამდე. ასევე საშუალოდ 20%-ით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ და ეს იქნება ღირსეული პენსია, რომელიც გვინდა, რომ შემსოავლების მიხედვით ეტაპობრივად გაიზარდოს.
ასევე გვინდა, კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატოთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა და მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ. მათი კომპენსაცია 1 000 ლარიდან 1 200 ლარამდე გაიზრდება. 2012 წელს იყო ნული ლარი, არავითარი ყურადღება არ ექცეოდათ ამ ადამიანებს. ჩვენ 1 200 ლარს დავუნიშნავთ ყოველთვიურ კომპენსაციას“,- განაცხადა პრემიერმა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press