არ ვიტყვით უარს ჩვენს მისიაზე, ვიდრე სიკეთე არ დაამარცხებს ბოროტებას, რომელიც მთელ მსოფლიოს ემუქრება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში წერს და "ცაჰალის" ჯარისკაცებს მიმართავს.
ნეთანიაჰუს თქმით, „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომი წარმოადგენს მორიგ ფურცელს ებრაელი ხალხის მრავალი თაობის ბრძოლაში.
„ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომი წარმოადგენს მორიგ ფურცელს ებრაელი ხალხის მრავალი თაობის ბრძოლაში. ეს არის ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის. არ ვიტყვით უარს ჩვენს მისიაზე, ვიდრე სინათლე არ დაამარცხებს სიბნელეს, ვიდრე სიკეთე არ დაამარცხებს უკიდურეს ბოროტებას, რომელიც ჩვენ და მთელ მსოფლიოს ემუქრება. ძვირფასო გმირებო, როდესაც მისიის შესრულებას გავალებთ, დარწმუნებული ვარ, რომ დავამარცხებთ ჩვენს მტრებს. გენდობით, მეამაყებით და მიყვარხართ“, - წერს ნეთანიაჰუ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press