Foto

დანილოვი - რუსეთი ზამთარში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იარაღს აგროვებს

რუსეთი ზამთარში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იარაღს აგროვებს, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

დანილოვის თქმით, უკრაინისთვის ზამთარი მარტივი არ იქნება, რადგან სახელმწიფო საომარ მდგომარეობაშია, თუმცა დასძინა, რომ უკრაინა ამ სირთულეს გადალახავს.

"რუსული საოკუპაციო ძალები ზამთარში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იარაღს აგროვებენ. ჩვენ ამას აუცილებლად გადავლახავთ. ასეთი ზამთარი მარტივი არ იქნება, რადგან ეს არის ომის ზამთარი", - განაცხადა დანილოვმა.