რუსეთი ზამთარში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იარაღს აგროვებს, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
დანილოვის თქმით, უკრაინისთვის ზამთარი მარტივი არ იქნება, რადგან სახელმწიფო საომარ მდგომარეობაშია, თუმცა დასძინა, რომ უკრაინა ამ სირთულეს გადალახავს.
"რუსული საოკუპაციო ძალები ზამთარში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იარაღს აგროვებენ. ჩვენ ამას აუცილებლად გადავლახავთ. ასეთი ზამთარი მარტივი არ იქნება, რადგან ეს არის ომის ზამთარი", - განაცხადა დანილოვმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press