ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა.
ბლინკენის თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობა„ჰამასის“ არაადამიანურ და სასტიკ ქმედებებზე პასუხისმგებელი არ უნდა იყოს.
„დღევანდელ დისკუსიებში დაისვა რიგი ლეგიტიმური კითხვები, მათ შორის, როგორ გამოვიყენოთ ნებისმიერი პაუზის პერიოდი სრული ჰუმანიტარული დახმარებისთვის, როგორ დაუკავშიროთ პაუზები მძევლების გათავისუფლებას, როგორ დავრწმუნდეთ, რომ „ჰამასი“ არ გამოიყენებს ამ პაუზებს ან შეთანხმებებს მის სასარგებლოდ. ეს ის საკითხებია, რომელთაც სასწრაფოდ უნდა გავუმკლავდეთ და გვჯერა, რომ მათი მოგვარება შესაძლებელია“, - განაცხადა ბლინკენმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press