მძევლების გათავისუფლების გარეშე დროებითი ზავი არ იქნება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს განუცხადა.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ღაზის სექტორში საწვავის შეტანას არ დაუშვებს და ასევე ეწინააღმდეგება ღაზაში ფულის გაგზავნას.
„ისრაელის მტრებს ჩვენი ქვეყნის განადგურება სურთ, თუმცა ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ. ჩვენ არ გავჩერდებით იქამდე, ვიდრე გამარჯვებას არ მივაღწევთ. გამარჯვება ნიშნავს „ჰამასის“ განადგურებას, მძევლების გათავისუფლებას და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების აღდგენას“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press