თუკი ვინმემ გახლიჩა პარტია, თუკი ვინმე ხლეჩს პარტიას, ხლეჩს მერაბიშვილი, კეზერაშვილი, რომლებმაც პარტიიდან გაყარეს ხალხი, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას.
მელიას თქმით, ის ყველა დიდ ქალაქში გამართავს შეხვედრებს, რის შემდგომაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
"თუკი ვინმემ გახლიჩა პარტია, თუკი ვინმე ხლეჩს პარტიას, ხლეჩს მერაბიშვილი, კეზერაშვილი, რომლებმაც პარტიიდან გაყარეს ხალხი. 300 ადამიანი შეიკრიბნენ უჩუმრად და პარტიიდან გარიცხეს ხალხი. ივანიშვილის არაფორმალურ რეჟიმს ვებრძვით, მე არასოდეს არ ავიტან არც ერთ ფორმატში, არც ერთ პლატფორმაზე, ანალოგიურ არაფორმალურ მმართველობას. მერაბიშვილ-კეზერაშვილის კრიტიკა არ არის პარტიის კრიტიკა. ყველა დიდ ქალაქში იქნება შეხვედრა და ამის შემდეგ რა თქმა უნდა, მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას", - განაცხადა მელიამ "მთავარ არხთან" საუბრისას.
ცნობისთვის, დღეს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესიდან "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართა, რომ თუ მათ პარტიის შიგნით უნდათ პარტიის ლანძღვა, ჯობს, რომ პარტია დატოვონ და საკუთარი გააკეთონ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press