დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი სახელი და გვარით იტყვის ვინ არის ის ადამიანი ან ადამიანები, რომლებიც აზიანებენ მთავარ ინტერესს, რომ ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილს და არა „ნაციონალურ მოძრაობას, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, ის აღარ აპირებს, რომ ვინმეს მისცეს "შესაძლებლობა, რომ დააზიანოს პარტია".
"სრულიად საზოგადოებამ ასე გაიგო და არ არსებობს მეორე ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს არ ეხებოდა ნიკა მელიას. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება ეკუთვნოდა მას პირადად, რაც შეეხება Facebook-სტატუსს, რომელიც ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის Facebook-ზე გამოჩნდა. დარწმუნებული ვარ, შემდეგ გამოსვლაზე, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, პრეზიდენტი სააკაშვილი იტყვის უკვე სახელს და გვარს, ვინ არის ის ადამიანი, ან ადამიანები, ვინც აზიანებენ მთავარ ინტერესს, რომ ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილს.
ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ აღარ ვაპირებ მივცე ვინმეს შესაძლებლობა, გააგრძელოს პარტიის სახელის გამოყენება და დაზიანება... ამ ადამიანმა საკუთარი თავი გარიცხა და რიცხავს ყოველ დღე მისი ყველა საჯარო განცხადებით. "ნაციონალური მოძრაობის" წევრობა არ განისაზღვრება მანდატით ან დოკუმენტით, ეს განისაზღვრება მოქმედებებით, საქციელით და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი როცა ხარ, უნდა გქონდეს თავმოყვარეობა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press