საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებას გამოეხმაურა.
ზურაბიშვილის თქმით, ყველას ესმის, რომ გია ვოლსკის განცხადებას "კაცობა არ ჰქვია".
"ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ! და ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ეს კი ყველას გვესმის!", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "პოლიტიკოსთა ჯგუფი ადამიანის სიკვდილით გახარებულია, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი, რაც არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას".
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press