Foto

უკრაინის პრეზიდენტის ისრაელში ვიზიტი გადაიდო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ისრაელში არ ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია Times of Israel ავრცელებს.

ინფორმაციამ ზელენსკის თელ-ავივში ჩასვლის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაჟონა, რის გამოც ის გაიდადო.

დიპლომატიურ წყაროები მედიასთან აცხადებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი მოსალოდნელია რომ შედგება, თუმცა თარიღი არ სახელდება.

„თუ პრეზიდენტი ზელენსკი ჩამოვა, მას ხელგაშლილი დავხვდებით“, - განაცხადა ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.