რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის გამყოფ ხაზზე საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ინფორმაციას "ეხოკავკაზა" ავრცელებს.
„არა, მე არ მაქვს ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს ინფორმაცია“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, გუშინ, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, "ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე".
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press