ვგმობთ რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთი მოქალაქის დაკავებას საქართველოში, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში წერს.
კოლომინას თქმით, ნატო რუსეთს მოუწოდებს, რომ კირბალთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.
„ნატო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან“, - წერს ხავიერ კოლომინა.
სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press