რომ ფიქრობ ეხლა რაღა უმსგავსობა უნდა გააკეთოს, სამწუხაროდ, ჩვენივე არჩეულმა პრეზიდენტმა.. ყოველ ჯერზე ახალ რეკორდს ხსნის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
წილოსანი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "გია ვოლსკის კაცობას რომ დაუწუნებ, საერთოდ გონზე არ უნდა იყო კაცობა რა არის".
"რომ ფიქრობ ეხლა რაღა უმსგავსობა უნდა გააკეთოს, სამწუხაროდ, ჩვენივე არჩეულმა პრეზიდენტმა.. ყოველ ჯერზე ახალ რეკორდს ხსნის.. გია ვოლსკის კაცობას რომ დაუწუნებ, საერთოდ გონზე არ უნდა იყო კაცობა რა არის !!", - წერს წილოსანი.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველას ესმის, რომ გია ვოლსკის განცხადებას "კაცობა არ ჰქვია".
მანამდე, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე საუბრისას განაცხადა, რომ "პოლიტიკოსთა ჯგუფი ადამიანის სიკვდილით გახარებულია, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი, რაც არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press