ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის ჯარები ქალაქ ღაზას შუაგულში იმყოფებიან.
გალანტის თქმით, ისრაელელმა ჯარისკაცებმა შტურმი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებს შორის სრული კოორდინაციით განახორციელეს.
მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჯარებმა ალყაში მოაქციეს ქალაქი და "მოქმედებდნენ".
ნეთანიაჰუმ ღაზას მოსახლეობას მოუწოდა - "გთხოვთ, წახვიდეთ სამხრეთით".
პრემიერ-მინისტრის მიერ ორშაბათს გაკეთებული კომენტარები, როდესაც მან თქვა, რომ ომის შემდეგ ისრაელი აიღებს "საერთო უსაფრთხოების პასუხისმგებლობას" ღაზას სექტორზე, სამშაბათს, მისი ომის კაბინეტის წევრმა განმარტა.
როგორც სტრატეგიულ საქმეთა მინისტრმა BBC-ის მსოფლიო სერვისს Newshour-ს უთხრა, ნეთანიაჰუ გულისხმობდა, რომ ისრაელი უზრუნველყოფდა ანკლავის დემილიტარიზებულ ზონად დარჩენას და არ დაიკავებდა და არ მართავდა ტერიტორიას.
ცნობისთვის, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზას სექტორში 10 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 100-ზე მეტი ბავშვია. რაც შეეხება ისრაელს, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 1 400-ია, 200-ზე მეტი კი, "ჰამასმა" მძევლად აიყვანა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press