Foto

ისრაელის თავდაცვის ძალები - ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი მუჰსინ აბუ ზინა მოკლეს.

IDF-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მუჰსინ აბუ ზინა იყო დაზვერვისა და იარაღის წარმოების დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც სპეციალიზებული იყო სტრატეგიული საბრძოლო მასალისა და რაკეტების წარმოებაში.

უახლესი განახლებით, IDF აცხადებს, რომ ის აგრძელებს ოპერაციას "ღაზას სექტორის სიღრმეში, ანადგურებს ტერორისტებს და ხელმძღვანელობს თვითმფრინავებს" "ჰამასის" ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის.