ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ლაიენის თქმით, ევროკომისია ასევე მიმართავს ევროსაბჭოს რეკომენდაციით, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებით გახსნას მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან.
ცნობისთვის, ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press