მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიენიჭოს, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ Twitter-ზე) წერს.
იოჰანისის თქმით, რუმინეთი მიესალმება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებები დაიწყონ.
"მივესალმები ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას გაწევრიანების შესახებ მოლდოვასთან და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე. მათ მიერ რეფორმების ჩატარების ეს აღიარება სრულიად დამსახურებულია. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის წლევანდელ გადაწყვეტილებას.
ამასთან ერთად, მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს საქართველოსაც, იმ გაგებით, რომ გარკვეული ნაბიჯები წინ არის გადადგმული, ასევე მივესალმები ბოსნია ჰერცოგოვინასთან მოლაპარაკებების დაწყებას, მას შემდეგ რაც წევრობისთვის საჭირო გარკვეული კრიტერიუმები შესრულდება", - წერს რუმინეთის პრეზიდენტი.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press