ევროკომისია რეკომენდაციას უწევს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებას, ეს არის ჩვენი ერთგულების აღიარება დემოკრატიისა და განვითარების მიმართ, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ Twitter-ზე) წერს.
სანდუს თქმით, მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიზნის მისაღწევად დაუღალავ შრომას აგრძელებს.
"მნიშვნელოვანი ეტაპი მოლდოვისთვის. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებას, ეს არის ჩვენი ერთგულების აღიარება დემოკრატიისა და განვითარების მიმართ. მოლდოვა მტკიცედ დგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ჩვენ ვაგრძელებთ დაუღალავ შრომას ამ მიზნის მისაღწევად", - წერს სანდუ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press