ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, ნიკოლოზ გინტური მისი ძმის სავარაუდო მკვლელების სახელებსა და გვარებს ასახელებს.
ნიკოლოზ გინტურის თქმით, მას სანდო პიროვებისგან აქვს ინფორმაცია, რომ მისი ძმის მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან.
"მკვლელების გვარებს ვაჟღერებთ, საიდან მაქვს [ინფორმაცია] და სანდო პიროვნებიდან. რა ინფორმაცია მაქვს და : ვინ მოკლა, ვინ ესროლა, რამდენი წლისაა და სადაც ცხოვრობს, ყველაფერო გადმომიგზავნეს, რუსები არიან. მესაზღვრეები არიან, წოდებით მაიორი, ორმა ჩაიდინა ეს დანაშაული. ქართველ სამართალდამცავებთან არანაირი აზრი არ აქვს, რაზე ვაცნობო, აქ არავინ არ მოსულა და რა აზრი აქვს, ჩვენს ქართველს სამართალდამცავებს ვაცნობო?", - განაცხადა გინტურმა.
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, "ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე".
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press