„ჩვენი ხმა ევროპას“ - ამ სახელწოდებით ორბელიანების სასახლესთან ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
შეკრება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაიგეგმა და მისივე ინიციატივით დაიწყო ხელმოწერების კამპანია - „ჩვენი ხმა ევროპას“.
ზურაბიშვილმა დეკემბრის გადაწყვეტილებამდე ევროპის ლიდერებს სთხოვა, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭონ.
"მოგმართავთ თქვენ - ევროპის ლიდერებს - დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი, ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება. მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევამ - ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ. მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთანაა, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია! საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს: სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს", - ნათქვამია პეტიციის ტექსტში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press