მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
სანდუს თქმით, საუბრისას მან სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დღევანდელი მნიშვნელოვანი ეტაპი მიულოცა.
„პრეზიდენტ ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას მივულოცე მას და ქართველ ხალხს დღევანდელი მნიშვნელოვანი ეტაპი მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ჩვენი საერთო ხედვა მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის შესახებ, როგორც ევროკავშირის ოჯახის ნაწილი“, - წერს სანდუ.
ცნობისთვის, ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press