მივესალმებით ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
პატელმა კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს მოუწოდა, რომ გამოიყენონ მომენტი თავიანთი პოტენციალის რეალიზაციისთვის.
„მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის ათი კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნების მისწრაფებებს, რომლებიც აღიარებულ იქნა.
ეს, რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენებათ ევროკავშირის პროცესია, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გადამწყვეტი მომენტი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის და მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, გამოიყენონ მომენტი თავიანთი პოტენციალის რეალიზაციისთვის“,- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ცნობისთვის, ევროკომისია გაფართოების შესახებ ევროპარლამენტისთვის გაგზავნილ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტი ათ ქვეყანას მოიცავს, მათ შორისაა საქართველოც.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press