საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სატელეფონო საუბრისას, უკრაინელებს მიულოცა, მე მივულოცე მეგობრულ ქართველ ხალხს ევროკომისიის დადებითი შეფასება უკრაინისა და საქართველოს ძალისხმევის მიმართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
ზელენსკის თქმით, მან ზურაბიშვილთან საუბრისას დააყენა საკითხი, რომ უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე წვდომა ჰქონდეს.
"საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სატელეფონო საუბრისას, უკრაინელებს მიულოცა. მე მივულოცე მეგობრულ ქართველ ხალხს ევროკომისიის დადებითი შეფასება უკრაინისა და საქართველოს ძალისხმევის მიმართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
მე მადლობა გადავუხადე საქართველოს პრეზიდენტს მალტაში მშვიდობის ფორმულის ბოლო შეხვედრაზე წარმომადგენლის გაგზავნისთვის.
ასევე, დავაყენე საკითხი, უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს წვდომა შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე", - წერს ზელენსკი.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press