Foto

ყირიმის მიმართულებით დიდ პროგრესს ვაღწევთ - დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინას "ყირიმის მიმართულებით უზარმაზარი წარმატება აქვს".

დანილოვი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე რუსი ოკუპანტებისა და რესურსების განადგურებასთან დაკავშირებით "კიდევ კარგი ამბები იქნება".

"ჩვენ ახლა დიდ პროგრესს ვაღწევთ ყირიმის მიმართულებით... რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის,  მათი აქტივების განადგურებას ყირიმის ტერიტორიაზე, ასევე, შავი ზღვის ფლოტის განადგურებას, ეს ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი მიღწევაა",- აცხადებს დანილოვი.