Foto

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს - აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. 

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა "რია ნოვოსტი" დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა",- აცხადებენ ე.წ. შს სამინისტროში.

ცნობისთვის, გუშინ, 8 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, რობერტ კიუტმა "რია ნოვოსტს" განუცხადა, რომ "უსაფრთხოების ძალები" გულრიფშის რაიონის მთებში შეიარაღებულ ადამიანებს ეძებენ მას შემდეგ, რაც სოფელ აზანტას მახლობლად, ადგილობრივმა მონადირეებმა "ყოველგვარი საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე", 7 შეიარაღებული პირი შენიშნეს.