ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, - ასე გამოეხმაურა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.
კოლომინას თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაოს აღიარებაა.
"ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს. ევროპული საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, არის ამ ქვეყნის მიერ შესრულებული სამუშაოს აღიარება, ისევე, როგორც საქართველოს ერთგულებისა საერთო ღირებულებებისადმი“, - წერს კოლომინა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე).
შეგახსენებთ, გუშინ, 8 ნოემბერს ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა:
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press