საქართველოში, რუსეთში აკრძალული ულტრამემარცხენე და ნაციონალურ-ანარქისტული ორგანიზაცია "არტპოდგოტოვკას" აქტივისტი რაფაილ შეპელევი გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული იურისტთა და უფლებადამცველთა საზოგადოება Первый отдел ავრცელებს.
Первый отдел-ის ცნობით, შეპელევი, შესაძლოა, ამ დროისთვის რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდეს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 12 ოქტომბერს, შეპელევი თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე მდებარე სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა, სახლში კი მისი პირადი ნივთები იპოვეს.
"გაუჩინარებიდან მეორე დღეს, 13 ოქტომბერს აქტივისტი ვლადიკავკაზის სოვეცკის რაიონულმა სასამართლომ წვრილმან ხულიგნობაში ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გათავისუფლების შემდეგ, შეპელევი ტერორისტული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს",- ნათქვამია Первый отдел-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსული მედიასაშუალების, Sota-ს ცნობით, აქტივისტი რეგულარულად მონაწილეობდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებში.
რაფაილ შეპელევის თანამოაზრეები აცხადებენ, რომ აქტივისტი საქართველოში 2021 წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა და რუსეთში დაბრუნებას არ აპირებდა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press