რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ხერსონის ოლქში მდებარე კორაბელნის რაიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
პროკუდინის თქმით, მომხდარს 72 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის დროს აივანზე იმყოფებოდა, ასევე დაზიანება სამმა მშვიდობიანმა მოქალაქემაც მიიღო.
"მტრის თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, საგანმანათლებლო დაწესებულება და ავტოფარეხები. ოკუპანტებმა 72 წლის მამაკაცი მოკლეს. დაბომბვის დროს ის აივანზე იმყოფებოდა. დაზიანებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განაცხადა პროკუდინმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press