Foto

ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ავრცელებს.

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, ის მადლიერია პრეზიდენტ მაკრონის მხარდაჭერით და სჯერა, რომ საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე დაეხმარება. 

"მოხარული ვარ ემანუელ მაკრონთან შეხვედრით. მადლიერები ვართ პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროკავშირის გზაზე!  გვჯერა, რომ საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს მის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, დაგვეხმარება წარმატებულ წინსვლასა და გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში გუშინ გაემგზავრა. 

პარიზში გაემგზავრა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ისინი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მიიღებენ მონაწილეობას.