გუშინ ჩვენ საზეიმოდ გვქონდა საქმე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ჩამოვრჩით უკრაინასა და მოლდოვას და ახლა ამ სამეულის მამოძრავებელი უკვე საქართველო კი არა, უკრაინაა, რომლის გამარჯვებაზე მთლიანად არის დამოკიდებული ჩვენი ბედი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, იმისათვის, რომ საქართველო დაბრუნდეს სამეულში, მან უნდა მოახერხოს ის, რაც შეძლეს უკრაინამ და მოლდოვამ - "გამოცვალოს ხელისუფლება, ჩამოაშოროს ოლიგარქი მართვას, გაანეიტრალოს რუსული გავლენა".
"გუშინ ჩვენ საზეიმოდ გვქონდა საქმე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ჩამოვრჩით უკრაინასა და მოლდოვას და ახლა ამ სამეულის მამოძრავებელი უკვე საქართველო კი არა, უკრაინაა, რომლის გამარჯვებაზე მთლიანად არის დამოკიდებული ჩვენი ბედი.
მომავალი წლის გაზაფხულიდან უკრაინა და მოლდოვა სწრაფი ტემპით წავლენ ევროკავშირის წევრობისკენ და ჩვენ მარტო გეოპოლიტიკით სამშვიდობოს ვეღარ გავალთ.
იმისათვის, რომ საქართველო დაბრუნდეს სამეულში, მან უნდა მოახერხოს ის, რაც შეძლეს უკრაინამ და მოლდოვამ - გამოცვალოს ხელისუფლება, ჩამოაშოროს ოლიგარქი მართვას, გაანეიტრალოს რუსული გავლენა", - წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ, 8 ნოემბერს ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press