Foto

თურქეთის საგარეო - ევროკომისიის ანგარიში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე უსამართლო და მიკერძოებულია

განაცხადეს, რომ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე უსამართლო და მიკერძოებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ევროკომისიამ ანგარიშში გააკრიტიკა თურქეთის "სერიოზული უკანდახევა" დემოკრატიული სტანდარტების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით.

"ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ უსაფუძვლო პრეტენზიებს და უსამართლო კრიტიკას, განსაკუთრებით პოლიტიკურ კრიტერიუმებსა და სასამართლო და ფუნდამენტურ უფლებათა თავთან დაკავშირებით', - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ევროკომისიამ ასევე განაცხადა, რომ თურქეთი არ იცავს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პრინციპებს ტერორიზმთან ბრძოლაში.

თურქეთის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრალდებები უსამართლოა და ხაზი გაუსვა "ევროკავშირის მიდგომის არაგულწრფელობას და მკაფიო ორმაგ სტანდარტს" და დასძინა, რომ ფუნდამენტური უფლებების საკითხები ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც კი სადავოა.