ისრაელი დღეიდან ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში ყოველ დღე 4-საათიან ჰუმანიტარულ პაუზებს იწყებს. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც მედიასაშუალება BBC ავრცელებს.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას საშიში რაიონების დატოვების საშუალება მიეცეს.
`ისრაელურმა მხარემ გვითხრა, რომ ამ ტერიტორიებზე პაუზების განმავლობაში სამხედრო ოპერაციები არ იქნება, და ეს პროცესი დღეს იწყება”, - განაცხადა ჯონ კირბიმ.
ცნობისთვის, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზას სექტორში 10 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 100-ზე მეტი ბავშვია. რაც შეეხება ისრაელს, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 1 400-ია, 200-ზე მეტი კი, "ჰამასმა" მძევლად აიყვანა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press