Foto

ნეთანიაჰუ - ბრძოლა გრძელდება - ჩვენი მძევლების გათავისუფლების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება

ბრძოლა გრძელდება და ჩვენი მძევლების გათავისუფლების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი შესაძლებელს ხდის უსაფრთხო დერეფნებს ჩრდილოეთის ზოლიდან სამხრეთისკენ.

"ბრძოლა გრძელდება და ჩვენი მძევლების გათავისუფლების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება. ისრაელი შესაძლებელს ხდის უსაფრთხო დერეფნებს ჩრდილოეთის ზოლიდან სამხრეთისკენ, რითაც გუშინ ღაზის 50 ათასმა მცხოვრებმა ისარგებლა", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.