Foto

ღაზას სექტორში ჰუმანიტარული პაუზები სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია - ჯო ბაიდენი

ღაზას სექტორში ჰუმანიტარული პაუზები სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ისრაელის გადაწყვეტილებას, განახორციელოს პაუზები საბრძოლო მოქმედებებში, მას და ქვეყნის ხელმძღვანელობას შორის რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ.

"კვირების განმავლობაში, ისრაელის ლიდერებს საბრძოლო მოქმედებებში ჰუმანიტარული პაუზების მნიშვნელობაზე ვესაუბრები, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გადავიდეს, ხელი შეეწყოს მძევლების გათავისუფლებას და ღაზას სექტორში საკვების, წყლისა და მედიკამენტების ნაკადი გაიზარდოს. ჰუმანიტარული პაუზების გადაწყვეტილება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია",- წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, 10 ნოემბერს თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ისრაელი ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში, ყოველდღე 4-საათიან ჰუმანიტარულ პაუზებს იწყებს.